მეორადი ელექტრომობილების იმპორტი შესაძლოა შემცირდეს, ხოლო ფასები გაიზარდოს
BM.GE
18.11.22 09:44
• 126
საქართველოში მეორადი ელექტრომობილების იმპორტი შესაძლოა შემცირდეს, ხოლო ფასები გაიზარდოს, ამისი მიზეზი კი არის ის, რომ მეორადი ელექტრომობილების ტრანსპორტირების სტანდარტები მკაცრდება. "კავკასიის ავტოიმპორტის" გაყიდვების დირექტორის, თქმით, მეორადი ელექტრომობილების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას გავლილი ექნება შემოწმება და ექნება შესაბამისი სერტიფიკატი, რადგან მისი ტრანსპორტირების დროს ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მეორადი ელექტრომობილი გემზე აალდა. ელექტრომობილების შემცირებას და მასზე ფასების ზრდას ავტოიმპორტიორთა ასოციაციაშიც პროგნოზირებენ.