Home
Category
TV Live Menu

მეორე კვარტალში ეკონომიმკა 3%-ით გაიზარდა

57df927f479e0
BM.GE
19.09.16 11:22
1045
2016 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 059,8 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,0 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 0,7 პროცენტით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს. 

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა - 16,6 პროცენტი და ვაჭრობა - 15,1 პროცენტი. შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (12,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-5,8 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2.8 პროცენტი). 2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით.

Subscribe to our news

Get the main news of the day