Home
Category
TV Live Menu

მექსიკის უმდიდრეს ადამიანს მსოფლიოში სამუშაო დღეების კვირაში სამამდე შემცირება სურს

57a31eb71d759
BM.GE
04.08.16 14:51
1221
მექსიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი სამუშაო დღეების კვირაში სამამდე შემცირების ინიციატივით გამოდის. კარლოს სლიმი თვლის, რომ ინიციატივა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მედია მაგნატთან ინტერვიუს Bloomberg აქვეყნებს.

სლიმი ამბობს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ადამიანების სამუშაო დატვირთვა მცირდება. მისი აზრით, დღეს ადამიანებს ნაკლები ფიზიკური დატვირთვა აქვთ, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი გაზრდილია.

"პროდუქტიულობა ექსტრაორდინალურად გაზრდილია, - მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას ბევრი ეკონომისტი არ ეთანხმება. ჩემი აზრით ადამიანები 60 და 65 წლის ასაკში პენსიაზე არ უნდა გადიოდნენ, საპენსიო ასაკი უნდა გაიზარდოს, ჩემი აზრით მათ კვირაში სამი დღე უნდა იმუშავონ, რაც სხვადასხვა ქვეყნებში უმუშევართა რიცხვს შეამცირებს. გამონთავისუფლებულ 4 დღეში კი მოქალაქეები მეტი უნარების შეძენას შეძლებენ“, - ამბობს სლიმი.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადამიანები ნაკლებ ანაზღაურებას კვირაში მხოლოდ 3 დღით მუშაობით, ბიზნესმენი პასუხობს, რომ კომპანიებმა თავად უნდა შეაფასონ თანამშრომლების პროდუქტიულობა და ამის მიხედვით განსაზღვრონ ანაზღაურებაც.

"წლების განმავლობაში სამუშაო საათები მსოფლიოში მცირდება და ის კვირაში 72 საათიდან 40 საათამდე ჩამოვიდა. მოდი ვიმუშავოთ კვირაში მხოლოდ სამი დღე და დავუთმოთ სხვასაც ადგილი სამუშაოდ“, - აცხადებს სლიმი.

Subscribe to our news

Get the main news of the day