მექსიკურმა პესომ რეკორდი დაამყარა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. მექსიკური ვალუტის მკვეთრი დაცემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ განაპირობა.
ქვეყნის ეროვნული ვალუტა თავდაპირველად რეკორდულად 11%-ით დაეცა, შემდეგ კი გამყარდა, თუმცა, გაუფასურება მაინც 8%-იანია.
მექსიკის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარებას აპირებენ.
ბანკს შეუძლია კონკრეტული ნაბიჯების გადაგმა იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტა დაიცვას. გასულ კვირას მექსიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.