Mercedes-Benz-მა გასულ კვირას ავტობუსის ახალი კონცეფცია წარმოადგინა, - უპილოტო ავტობუსი თავად ადგენს შესაბამის ამრშუტს, ზოგავს საწვავს და მგზავრებს მობილური ტელეფონების დატენვის საშუალებას აძლევს.
ავტობუსი 12 მეტრის სიგრძის იქნება და ის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს.
„მომავლის ენერგოეფექტურ ავტობუსს“ კომპანია გერმანულ Daimler-თან ერთად შექმნის.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება „მომავლის ავტობუსი“ ბაზარზე.