Home
Category
TV Live Menu

მერია "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულების დასახმარებლად 1 100 000 ლარს გამოყოფს

58eb7a9901c85
BM.GE
10.04.17 16:28
867
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, "ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, 3000 ლარიან ერთჯერად დახმარებას 350-მდე მოქალაქე მიიღებს.

"ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვარს გაჩნდა, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

Subscribe to our news

Get the main news of the day