თბილისის არჩეული მერი კახი კალაძე დაუსრულებელი მშენებლობების საკითხის გადაწყვეტას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლამდე შეჩერებული მშენებლობები კ2 მოსაკრებლისგან და დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდა, დღემდე რჩება ობიექტები, რომლებიც ვერ დასრულდა.
კახი კალაძე ამბობს, რომ დაუსრულებელი მშენებლობები სერიოზული პრობლემაა ქალაქისთვის, შესაბამისად, მერია აპირებს, ჩამოაყალიბოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა.
"რამდენიმე კომპანიაა, ვინც ძირითადად ფლობს ასეთ შენობა-ნაგებობებს, ვისაც გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. სერიოზული ზიანი მიადგა იმ ადამიანებს, ვისაც ავანსი ჰქონდა გადახდილი და შესაბამისად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ შეიძლება ეს პრობლემა იქნას მოგვარებული",-აცხადებს კახა კალაძე.