თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დაზუსტებული ვერსია მერიაში დღეს საღამოს შევა. როგორც BM.GE-ს „სითი ინსტიტუტში“ განუცხადეს, კონცეპტუალური ცვლილებები არ შეუტანიათ, თუმცა მერიის ყველა კითხვას პასუხი გაეცა.
"ინტენსიურად ვიმუშავეთ მერიის საქალაქო სამსახურებთან. მერიის კითხვებზე დაიწერა ახსნა-განმარტებები, რომლებსაც ზონირების რუკასთან ერთად დღეს საღამოს წარვადგენთ მერიაში. საკითხები, რომელიც მერიის თანამშრომლებისთვის იყო საინტერესო უფრო დეტალებში გაიწერა. პრაქტიკულად ცვლილებები არ შესულა ფუქციურ ზონებში. მაგრამ დაზუსტდა, დაკონკრეტდა და განემარტათ ყველა საკითხი“ - განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.
თვენახვრის წინ გენ.გეგმის ჯგუფს მერიამ შენიშვნები მისცა და ჯერ 5 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი 140 000 ლარით. თუმცა „სითი ინსტიტუტს“ ჯარიმა არ გადაუხდია. მათი თქმით, გეგერალური გეგმის 2 000 გვერდიან დოკუმენტში მხოლოდ დასაზუსტებელი იყო ის საკითხები, რაც მერიის თანამშრომლებისთვის კითხვის ნიშნებს ტოვებდა. შენიშვნების გამოსასწორებლად მიცემული 45 დღიანი ვადა დღეს ამოიწურება. მერია თბილისის გენერალური გეგმის ახალ ვერსიას დღეს საღამოს მიიღებს.