Home
Category
TV Live Menu

მერია ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივით გამოდის

5a1e7094819c2
BM.GE
29.11.17 12:30
689
თბილისის მერია ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების წინადადებით გამოდის. შესაბამისი ინიციატივა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day