მერია კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს
BM.GE
02.08.16 20:25
• 1230
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 აგვისტოს, 23:00 საათიდან დაიწყება და 26 მაისის სახელობის მოედანზე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს "ენ სი სი" აწარმოებს.