მერია LED ეკრანებში 90 ათას ლარს დახარჯავს
თბილისის მერია LED ეკრანებში 90 ათას ლარს დახარჯავს. მერია თანხას 2018 და 2019 წლების ბიუჯეტიდან გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, LED ეკრანის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში გადახურვის ქვეშ. შემსყიდველის დავალების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სხვადასახვა ადგილზე ერთდროულად არანაკლებ სამი ღონისძიების LED ეკრანებით მომსახურების გაწევა, ჯამურად არანაკლებ 30 კვ.მ ეკრანით. მერია კონტრაქტორს 23 თებერვლამდე წადგენილი წინადადებდან შეარჩევს.