Home
Category
TV Live Menu

მერია რეორგანიზაციას სამი თვის ვადაში გეგმავს

5a12dc505f025
დავით ჯალაღონია
20.11.17 17:41
741
თბილისის მერია რეორგანიზაციას სამი თვის ვადაში გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. იგი ამ ეტაპზე არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ სამსახურებს შეეხება ცვლილებები.

"მომდევნო სამი თვის განმავლობაში კანონის თანახმად, უნდა დავასრულოთ რეორგანიზაცია, სტრუქტურული რეფორმა და პერიოდულად, დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, თუ როგორი ფუნქციური ცვლილებები იქნება შეტანილი მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კადრების შემცირება, ხმალაძემ აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს.

"ეს გრძელვადიანი პროცესია, რა დროსაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა არის ოპტიმალური სტრუქტურა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის და რა საკადრო რესურსი სჭირდება. არ გამოვრიცხავ და ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ შორის საკადრო მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day