Home
Category
TV Live Menu

მერია საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს ქმნის

5a5c660112a5e
BM.GE
15.01.18 12:25
541

თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმა იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერთან კახი კალაძესთან ერთად ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გამართა.

ცვლილება სხვადასხვა მიმართულებებს ეხება, მათ შორის არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

როგორც ვიცემერმა აღნიშნა, შეიქმნება საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო, სადაც მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლები გაერთიანდებიან.

"მერიას ჰყავს ბევრი დაქვემდებარებული უწყება და თითოეული მათგანი აწარმოებდა საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის, რომ განხორციელდეს ერთიანი, მაღლაი სტანდარტით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ ვხსნით ახალ ააიპ-ს და ყველა ის თანამშრომელი გადმოყვანილი იქნება, ამ ააიპ-ში და მოსახლეობასთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტი დაინერგება“,- განაცხადა ხმალაძემ.

კახა კალაძის თქმით კი, ყველა გამგეობასა თუ სამსახურს თავისი პიარი ჰყავდა და ერ იგრძნობოდა ერთიანი ხაზი, რაც იწვევდა გარკვეულ პრობლემებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day