Home
Category
TV Live Menu

მერია: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა

586798fa23d37
BM.GE
31.12.16 15:38
967
მერიის ინფორმაციით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა. მერიაში განმარტავენ, რომ საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა.

"შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი.

გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მაჩვენებლებში. ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებელმა კი 832.4 მლნ ლარი შეადგინა",-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day