მერიის გაფრთხილების შემდეგ, შარდენის ქუჩაზე 8 ობიექტმა გარე კონსტრუქციები აიღო, 1 ობიექტი კი დაჯარიმდა. როგორც ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, საქმის წარმოება ჯამში 18 ობიექტზე მიმდინარეობდა და მათ გარე კონსტრუქციების საკითხის მოგვარება 15 იანვრამდე დაევალათ. მამუკა ჯაყელი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე 10 ობიექტზე საქმის წარმოება შეწყვეტილია, დანარჩენ 8-ზე კი კვლავ მიმდინარეობს, რადგან აღნიშნული კაფე-ბარები კონსტრუქციების, კერძოდ კი საფეხმავლო ბაქნების აღების პროცესში არიან.
"ეს არ იყო რეგულაცია, მერიამ მხოლოდ შეახსენა, მათ რომ მოიყვანეთ წესრიგში გარე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ვიღაცას ჰქონდა ნებართვა აღებული და ვადა ჰქონდა გასული. ჩვენი თვითმიზანი არაა დაჯარიმება, ჩვენი თვითმიზანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს კანონის ფარლებში", - ამბობს ჯაყელი.