Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მესამე „ლოქდაუნის“ მოსალოდნელი შედეგები

BM.GE
13.04.21 11:50
641
იქნება თუ არა საქართველოში მესამე „ლოქდაუნი“, მაშინ, როდესაც ბოლო დღეებია ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მატულობს? ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს არ გაუციათ. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა წამოვა, ჯანდაცვის უწყებების პირველ პირებს, როგორც ჩანს, აქვთ. ეს იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-იანი ნიშნულიდან 43%-ზე დავიდა და სანამ ქვეყანას ვირუსის გავრცელების ნახტომისებური მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია, რაც მესამე „ლოკდაუნის“ გამოცხადების მიზეზად შეიძლება იქცეს, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში წარადგინოს დეტალურად გაწერილი პანდემიის მართვის 2021 წლის გეგმა, რადგან მესამე ლოქდაუნი, ფაქტობრივად ჩამოშლის ქვეყნის ეკონომიკას.

სტუმრები: გურო გოგიშვილი - “პროლესკი საქართველოს” დამფუძნებელი;
სიკო გეგიაძე - ტურიზმის ექსპერტი.
 
 


Subscribe to our news

Get the main news of the day