ფეხბურთელ ლიონელ მესის გადასახადებისგან თავის არიდების გამო 21 თვით პატიმრობა მიესაჯა, - ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას BBc ავრცელებს.
აქამდე 2007 და 2009 წლებში საგადასახადო დანაშაულისთვის ჯარიმა, მესის მამასაც დაეკისრა.
მაშინ მესიმ განაცხადა, რომ ფინანსურ გარიგებებზე ინფორმაციას არ ფლობდა.
ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, მესის შეუძლია საპატიმროს თავი აარიდოს. გარდა საპატიმრო ჯარიმისა მესის და მის მამას 3 მილიონი ევროს გადახდაც დაევალათ.