უქმეებზე სვანეთი კინომოყვარულებით და კინო პროფესიონალებით დაიტვირთება, რადგან სოლოს მხარდაჭერით მესტიაში პირველად საერთაშორისო ფესტივალი ტარდება, სადაც მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების ჩვენება და გამარჯვებულების გამოვლინება მოხდება. პრიზებიც სვანური თემატიკით შეირჩა და მიხეილ ხერგიანის სახელს ატარებს.