Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მესტიაში პირველი ფიტნესცენტრი გაიხსნა

BM.GE
24.11.22 09:30
229
მესტიაში პირველი ფიტნესცენტრი გაიხსნა. ცენტრის დამფუძნებელმა ლალი პავლიაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ თბილისიდან მესტიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ნახა, რომ იქ არ არსებობდა სივრცე, სადაც მომხმარებელი განტვირთვასა და ვარჯიშს შეძლებდა, ამიტომ "Step Up Mestia"-ს შექმნა გადაწყვიტა.მისი თქმით, ცენტრი მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობაზეა ორიენტირებული.ამჟამად "Step Up Mestia’’-ში ერთდროულად ვარჯიში 10-12 ადამიანს შეუძლია, თუმცა აბონემენტები ისეა განაწილებული, რომ დღის განმავლობაში სერვისით სარგებლობას 40-მდე ადამიანი შეძლებს. 

რაც შეეხება გამოწვევებს, ფიტნეს ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ძირითადად ყოველდღიურ პრობლემებს უკავშირდებოდა, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც ადგილობრივი სამუშაო ძალის დეფიციტია.ლალი პავიაშვილი ბიემჯის უყვება რომ სამომავლოდ ახალი სერვისების დამატება იგეგმება, რისთვისაც კადრების გადამზადება მოუწევთ:"მალე იოგის სპეციალისტად ადგილობრივ კადრს გადავამზადებთ, ასევე დაემატება აერობიკა, ზუმბა და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები". რაც შეეხება "Step Up Mestia’’-ს აბონემენტის საფასურს, ის დროის ხანგრძლივობისა და მონაკვეთის მიხედვით იცვლება-საერთო ჯამში საფასური 50-130 ლარს შორის მერყეობს’’ - ამბობს ლალი პავლიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day