Home
Category
TV Live Menu

მესტიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

579efba743a4f
BM.GE
01.08.16 10:50
1066
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „შვანია ტელევიზიის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.

საქართვველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების წერილობითი ფორმით მიღება და პასუხების გამოქვეყნება 2016 წლის 12 აგვისტოს 19:00 საათამდე გაგრძელდება, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2016 წლის 22 აგვისტოს 19:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 25 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა ამავე წლის 25 სექტემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, კონკურსში გამარჯვებული

27 სექტემბერს 13:00 საათზე გამოვლინდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day