Home
Category
TV Live Menu

მესტვირიშვილი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს

56d3021a56e43
დავით ჯალაღონია
28.02.16 18:17
1323
ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება ეს პროცესი.
 
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელს და როგორც ინსტიტუტის სტაბილურობისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ სებ-ს დროულად ჰყავდეს პრეზიდენტი", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სებ-ის საბჭოს წარდგინებით, საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. არსებული კანონმდებლობით კონკრეტული ვადა, რაც ახალი პრეზიდენტის დასამტკიცებლად არის საჭირო, განსაზღვრული არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day