Home
Category
TV Live Menu

მეტროსადგური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება

593e420193d7a
სალომე მეცხვარიშვილი
14.06.17 11:06
930
მეტროსადგური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება. როგორც "საქმის კურსს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი დღე-დღეზე სრულდება, შედეგ კი სატესტო რეჟიმი დაიწყება.

უწყების ინფორმაციით, პროცედურის მიხედვით, მეტროსადგური თბილისის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გადაეცეს და შემდეგ შევიდეს ექსპლუატაციაში. პოცედურები, სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83, 000, 670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო.

"ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს",- აცხადებენ მუნციპალური განვითარების ფონდში.

Subscribe to our news

Get the main news of the day