Home
Category
TV Live Menu

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია საჯაროდან კერძო სექტორში ინაცვლებს

58dd317fb34db
BM.GE
30.03.17 20:24
1323
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია, საჯაროდან კერძო სექტორში ინაცვლებს.

ანა კვარაცხელია სააგენტოს 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა და განვითარდა 3 205 მიკრო და 163 მცირე და საშუალო ბიზნესი, კერძო სექტორმა განახორციელა 405 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია და 12 578 ახალი სამუშაო ადგილი თბილისსა და რეგიონებში. ამასთანავე, შემცირებული საგარეო ვაჭრობის პერიოდში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, განხორციელებულია 45 000 000 აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტი.

ამასთანავე, 2015 წელს, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა სასტუმრო ინდუსტრიის „უმასპინძლე საქართველოში“ და კინოინდუსტრიის ხელშეწყობის „გადაიღე საქართვლოში“ კომპონენტები.

სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მოზიდულია 13.84 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ქართველი მეწარმეების მიერ 19 საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს დასაარსებლად. აღნიშნული სასტუმროები კი, მზარდი ტურიზმის მოთხოვნების საპასუხოდ, გარკვეულწილად შეავსებენ განსათავსებელი საწოლების დანაკლისს 489 ერთეულით.
კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, სააგენტოს მიერ განხორციელებული საერთაშორისო პრომო-კამპანიის შედეგად, ერთი წლის პერიოდში უკვე გადაღებულია 5 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში დახარჯულია 7,3 მლნ. ლარი. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში გადაღებულია 30-მდე საერთაშორისო მუსიკალური ვიდეო, რამაც გამოიწვია ინდუსტრიის დაახლოებით 40%-იანი ზრდა. პროგრამაში ჩართული ერთი-ერთი პირველი პროექტის, ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპორდუქციის „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ პრემიერა Sundance და Berlinale-ს კინოფესტივალებზე შედგა. სწორედ ხსენებული ფილმი გახდა რამდენიმე წამყვანი ჯილდოს მფლობელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმის დისტრიბუციის უფლება შეისყიდა ამერიკულმა ინტერნეტ ტელევიზიამ, Netflix-მა.
ანა კვარაცხელია 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართული კერძო სექტორის განვითარების სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი სახელმწიფო ინიციატივა, მათ შორის, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში 2011-2012 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა 2013 წელს, რომლის შედეგადაც შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ შემუშავდა ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია და ასევე სწორედ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში განვითარდა ექსპორტის დაკრედიტების სქემების საქართველოში დანერგვის იდეა.

ანა კვარაცხელიას არასამთავრობო სექტორის კუთხით საერთაშორისო დონორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას ვაჭრობისა და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, ასევე ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

ანა კვარაცხელიას 2010 წელს აშშ-ში, მისურის უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების ორმაგი ხარისხი ფინანსებსა და მეწარმეობაში, ხოლო 2003 წელს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Subscribe to our news

Get the main news of the day