საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია ISET-ის კვლევის შედეგებს ეწინააღმდეგება. ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ISET-ის მონაცემები ფქვილის ფასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც სილაგავამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, გასულ წელს ფქვილის ფასი თუ 44 ლარი იყო, წელს ის 32,5 ლარი ღირს და ეს ისტორიული მინიმუმიმა.
"საერთოდ ვერ გავიგე ხაჭაპურის ინდექსი რას ნიშნავს და რას ემსახურება. ისტორიულ მინიმუმზეა ფქვილის ფასი. ვინც ამ კვლევას ამზადებდა ჩვენ მაინც უნდა დაგვკავშირდებოდა ან მას ვისაც ფქვილის ფასებთან შეხება აქვს. საიდან ამზადებენ ამ სტატისტიკას არ ვიცი.
მასოფლიო ბაზარზე ფასები მყისიერად აისახება, ჩვენი ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. ვერ ვხვდები საიდან აიღეს ეს ინფორმაცია. შესაძლოა უმაღლესი ხარისხის ფქვილზე აქვთ ორიენტაცია", - აცხადებს სილაგავა. კითხვაზე რატომ არ მოხდა ფქვილზე შემცირებული ფასების ასახვა პროდუქციაზე სილაგავა აცხადებს, რომ მეპურეების მოსაზრებით ამ პროცესს ერთი წელი სჭირდება.
"მეპურეები ამბობენ რომ პროდუქციაზე ფასის ასახვას 1 წელი სჭირდება. ჩვემთვის ეს სრულიად მიუღებელია, თუ ფასის დაკლებას 1 წელი სჭირდება, 1 წელი უნდა დასჭირდეს მის მომატებასაც", - ამბობს სილაგავა.
ISET: წელს მსოფლიოში ხორბლის ფასი 24%-ით შემცირდა, საქართველოში ფქვილის ფასი წლიურად 2%-ით გაიზარდა