მგზავრობა 9 ევროდ - გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აიაფებს
BM.GE
23.05.22 09:52
• 239
გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფს თვეში 9 ევრომდე ამცირებს. მიზანი ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა, რადგან რუსეთი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას ცდილობს. შემცირებული ტარიფი მოქმედი იქნება ადგილობრივი და რეგიონული სატრანსპორტო სისტემებისთვის, ავტობუსებისა და მატარებლების ჩათვლით. ანუ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას 9 ევროდ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, გერმანიის შიგნით. ამის გამო, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში გერმანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. რა უჯდება მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტლება და როგორია ტურისტების დაინტერესება გერმანიის მიმართ?