Microsoft-მა ამერიკულ მარიხუანას სტარტაპთან Kind პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც კორპორაცია სპეციალურ სათვალთვალო სერვისებს შეიმუშავებს სამედიცინო კანაბისის მოშენებისა და რეალიზაციისთვის, - წერს The New York Times.
"Microsoft-ის სისტემა იქ იმუშავებს, სადაც სამედიცინო და რეკრეაციული მიზნით მცენარის წარმოება და გავრცელება ლეგალიზებულია. კომპანიამ ეს სისტემა იმისთვის შექმნა, რომ ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოებს სპეციალურ აფთიაქებსა და მაღაზიებს კანაფის მოყვანისა და რეალიზაციის პროცესის მონიტორინგში დაეხმაროს“, - წერს გამოცემა.
Microsoft გახდა პირველი უდიდესი კორპორაცია, რომელმაც ინტერესი გამოიჩინა ლეგალური მარიხუანას ბაზრის მიმართ.