Open Media Hub ჟურნალისტებისთვის საქართველოდან, მოლდოვადან, ლიბიიდან და ტუნისიდან პროგრამას აცხადებს სახელმწოდებით „მიგრაცია & საზღვრები“. პროგრამაში მონაწილეობა სატელევიზიო და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებს შეუძლიათ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟურნალისტებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა წარადგინონ, რომელიც ევროკავშირის თემატიკაზე შეიქმნება.
პროგრამა მიზნად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს, ასევე საზოგადოების ცნობერების ამაღლებას და ევროკავშირის საკითხების მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ინტერესის გაზრდას.
ჟურნალისტებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ნამუშევრები შემდეგ თემატიკაზე უნდა წარადგინონ: მიგრაცია, უვიზო მიმოსვლა, მიგრანტების საკითხი, ეროვნული საზღვრები,- აღნიშნულ თემებზე სამუშაოდ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ფინანსური და სხვა სახის მათ შორის საკონსულტაციო დახმარება.
ჟურნალისტური მასალა აღნიშნული საკითხების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას უნდა აღწერდეს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და სააპლიკაციო ფორმის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა განსხვავებულია, საშუალოდ კი 3 წუთიანი ჟურნალიტური მასალის შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა 250-500 ევროა, თუკი მასალა 8 წუთს აღმეატება ფინანსურ მხარდაჭერა 500-დან 1500 ევრომდეა, 15 წუთიანის და მეტის შემთხვევაში 100-დან 3000 ევრომდე, ხოლო 30 წუთზე მეტის შემთხვევაში 2500-დან 8000 ევრომდე.
პოგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 5 მაისია.