Home
Category
TV Live Menu

მიკრო-მწვანილის ვერტიკალური სათბურის პროექტში 80 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

5954cf0563392
ელენე გოგბერაშვილი
29.06.17 10:37
2419
მიკრო-ბოსტნეულის სათბურის პროექტი ჰიდროპონიკური მეთოდით მიკრო-ბოსტნეულის მოყვანას გულისხმობს. კომპანიას "მიკრო გრინს" პროდუქცია ამ ეტაპზე ნიადაგზე მოჰყავს, რადგან ჰიდროპონიკური მეთოდი ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია. 

კომპანია "მიკრო გრინმა" საპარტნიორო ფონდის "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 72 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო და პროექტის ავტორებმა საქართველოში პირველებმა მიკრო-მწვანილის ვერტიკალური სათბური შექმნეს. კომპანია "მიკრო გრინ"-ის დამფუძნებელი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ სათბურში პატარა მწვანილის ფორმის ბოსტნეული მოჰყავთ, რომელიც კერძებში ძირითადად ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება. მარიტა გენებაშვილი ამბობს, რომ ჰიდროპონიკური მეთოდით მოყვანილი 5 დასახელების პროდუქტი როგორც დაფასოებული, ისე მიწაზე მიყვანილი, სარეალიზაციოდ უკვე შეიტანეს "აგროჰაბში".

მიკრო-მწვანილი დათესვიდან 1-3 კვირაში იკრიფება და მასში გაცილებით მეტი ვიტამინი და მინერალია, ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში. მიკრო-მწვანილის წარმოება დიღომში, კომპანია "მიკრო გრინის" სათბურში სპეციალურ კონტეინერებში, მიწის ნაცვლად ორგანული მედიუმის გამოყენებით ხდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე 130 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსებული სათბურის მხოლოდ ნაწილია დატვირთული, სადაც სატესტო რეჟიმში ამ დროისთვის 10 კილოგრაი მიკრო-მწვანილი მოჰყავთ.

მიკრობოსტნეულის სათბურის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 ათასი ლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდის ,,სტარტაპ საქართველოს’’ ფარგლებში მიღებული დაფინანსება 72 ათას ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day