Home
Category
TV Live Menu

მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ, ვინც კონდიცირების სისტემას არ ჩართავს, სანქციები გატარდება

578cccbae06f1
BM.GE
18.07.16 16:27
1070
18 ივლისიდან თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.

„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day