Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„მიკრობანკების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იწყება - სექტორს შენიშვნები აქვს

BM.GE
29.09.22 16:49
168
პარლამენტი მიკრობანკების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, კერძო სექტორს კი შენიშვნები აქვს. “მზად ვართ სამუშაო ფორმატში განვიხილოთ მოსაზრებები და ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციასთან შეხვედრისას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მიკრობანკების შექმნისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიყო და ამ კუთხით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინტერესიც მაღალია - ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტები ბაზარზე სავარაუდოდ, მხოლოდ 2024 წლიდან გამოჩნდებიან. ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის განმარტებით, მიკრობანკების სალიცენზიო ჩარჩო ჯერ შექმნილი არ არის. რა შენიშვნებით მივიდნენ მისოები პარლამენტში და რა გამოწვევები აქვს დღეს სექტორს? 

სტუმარი: ილია რევია - „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day