Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2020 - არჩილ ბაკურაძე დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
11.02.21 11:00
470
2020 წლის განმავლობაში მისოების რაოდენობა 8-ით შემცირდა, ბოლო 2 წელში კი ბაზარი სულ 27 -მა მოთამაშემ დატოვა. ამ ფონზე საქართველოში მოქმედი 40-ი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური შედეგების მხიედვით, რომელიც ეროვნული ბანკისთვის არის წარდგენილი მათი აქტივების ზომა 7.1%-ით გაიზარდა და 1.47 მილიარდ ლარს შეადგენს. სირთულეების მიუხედავად, მისო-ების ჯამური მოგება 2020 წელს 44.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს არსებულ მოგებაზე მეტია, თუმცა 2019 წლის სუსტი მოგების მთავარი მიზეზი ონლაინგამსესხებლების მიერ მილიონობით ლარის გაფუჭებული კრედიტების ჩამოწერა იყო, 2020-ში კი, ეს მოთამაშეები ბაზრიდან საერთოდ გავიდნენ.


სტუმარი: არჩილ ბაკურაძე, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day