Home
Category
TV Live Menu

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თამასუქები საკუთარი კაპიტალის პროპორციულად გამოუშვან"

58c67811b2475
BM.GE
13.03.17 14:42
1072
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშუალება უნდა მიეცეთ თამასუქები საკუთარი კაპიტალის პროპორციულად გამოუშვან", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელამ. მისი განცხადებით, რა მოცულობაზეა საუბარი ჯერ-ჯერობით უცნობია, შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გასულ წელს მიმართეს.

"ერთადერთი წყარო მიკროსაფინანსოებისთვის ლარის მოსაზიდად იყო და არის კომერციული ბანკები. ლარზე შეზღუდვამ გამოიწვია, ის რომ თვითონ კომერციულ ბანკებს გაუჩნდათ მეტი მოთხოვნა შიდა რეფინანსირებებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დადგნენ საფრთხის წინაშე რომ შეეზღუდებოდათ ლარზე წვდომა, თუმცა საკითხზე დროულად მოხდა ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები, ძალიან კმაყოფილები ვართ ამ კომუნიკაციის და უმოკლეს ვადაში შემოგვთავაზეს ფორმულა რის მიხედვითაც უნდა განაწილებულიყო ლარის რესურსი მიკროსაფინანსოებისთვის.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესაძლებლობების პროპორციულად გამოიყო გარკვეული თანხა რომელიც მიეწოდება კომერციულ ბანკებს, ლარის განაკვეთი იქნება რეფინანსირების განაკვეთთან 3-2% ზღვარზე და 6 თვის განმავლობაში კომერციულ ბანკებს ეს რესურსი მიეწოდებათ", - აცხადებს შენგელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day