Home
Category
TV Live Menu

მიკროსაფინანსო ორგნიზაციად გადაკეთების შემდეგ ონლაინსესხების ყოფილი კომპანია ccloan თამასუქების გაცემას არ გეგმავს

586f89cb06cd1
სალომე მეცხვარიშვილი
06.01.17 16:13
1663
მიკროსაფინანსო ორგნიზაციად გადაკეთების მიუხედავად ონლაინსესხების ყოფილი კომპანია ccloan თამასუქების გაცემას არ აპირებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ტარიელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მან არ იცის, რა გეგმები აქვთ სხვა კომპანიებს, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ახლახანს გადაკეთდნენ, მაგრამ ccloan.ge მოსახლეობისგან თანხების მიღებას და თამასუქების გაცემას არ გეგმავს. როგორც ტარიელაძე აცხადებს, კომპანია იმავე პროფილით გააგრძელებს მუშაობას, როგორიც ონლაინსესხების გაცემისას ჰქონდა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ონლაინსესხების გამცემი კომპანიების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ტარიელაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასურველი იყო მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან, რაც არ მოხდა.

"წინასწარ რა გავლენას იქონიებს ეს ცვლილებები ბაზარზე, ამის პროგნოზირება რთულია",- აცხადებს ccloan.ge-ს ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day