2016 წლის ბოლო სამ თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მილიარდ 430 მილიონი ლარის სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებიდან უფრო მეტი სესხი მამაკაცებმა აიღეს, ვიდრე ქალებმა. გასული წლის მეოთხე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მილიონ 150 ათასი ერთეული სესხი გასცეს. აქედან მამაკაცებზე გაცემული სესხები 661 ათასი იყო, ქალებზე გაცემული კი 489 ათასი.
მეოთხე კვარტალში ინდივიდუალურმა პირებმა ყველაზე მეტი სესხი სამომხმარებლო მიზნებისთვის აიღეს. ამ მიმართულებით გაცემული სესხების ჯამი - 749 მილიონი ლარია, მეორე ადგილზე სესხების მოცულობის მიეხდვით ვაჭრობა და მომსახურებაა. ამ მიმართულებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მეოთხე კვარტალში 286 მილიონი ლარი გასცეს, შემოდეგ მოდის სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა - 279 მილიონი ლარი. ყველაზე ცოტა სესხი დარგების მიხედვით განათლებასა და კულტურის მიმართულებით არის გაცემული - 2 მილიონ 396 ათასი ლარი.