Home
Category
TV Live Menu

მილიარდერმა დევიდ ბონდერმანმა Uber სექსისტური განცხადების გამო დატოვა

5942891cbef9a
BM.GE
15.06.17 17:16
651
მილიარდერმა დევიდ ბონდერმანმა ამერიკული კომპანია Uber სექსისტური განცხადების გამო დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ბიზნესმენმა კომპანიის დირექტორთა საბჭო ქალების მიმართ გაკეთებული რეპლიკის შემდეგ დატოვა, რომელიც ქალთა მიმართ შეურაცხყოფად ჩაითვალა. როგორც ცნობილია, დირექტორთა საბჭოზე განიხილებოდა საკითხი, როგორ შეიძლებოდა კომპანიის რეფორმირება მომხდარიყო მას შემდეგ, რაც Uber-ის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისთვის გამოძიება დაიწყო. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა წევრმა არიანა ჰაფინგტონმა საბჭოს წევრებს შესთავაზა ახალი ქალი წევრი დაემატებინათ.

"ბევრი კვლევაა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც დირექტორთა საბჭოში ერთი ქალია, დიდია ალბათობა, რომ იქ მალე მეორეც გაჩნდება“,- თქვა ჰაფინგტონმა.

ბონდერმანმა კი კოლეგას უპასუხა: "სინამდვილეში, ერთი რამის თქმა ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ ეს(ორი ქალი დირექტორთა საბჭოში) თათბირის დროს უფრო მეტ საუბარსაც ნიშანვს".

ბონდერმანის ნათქვამი საბჭოს წევრებმა ქალთა დისკრიმინაციად აღიქვეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day