Sandy Core-ის ტექნიკური ანალიტიკოსი, 2016 წელს საფონდო ბირჟის სამ კრახს წინასწარმატყველებს.
Insider ანალიტიკოსის პროგნოზზე დაყრდნობით, წერს რომ მიმდინარე წელს Dow Jones ინდექსს (და არა მხოლოდ მას) სამი სახიფათო პერიოდი ელოდება:
1. 26-30 აგვისტო
2. 26 სექტემბერი
3. 20 ოქტომბერი
“ჩვენ საინტერესო დრო გველოდება. საქმე გვაქვს ფინანსურ ბაზრებზე ეკონომიკური გაურკვევლობის სხვადასხვა დონეებთან, მათ შორის სავალუტო ბაზრებსა და ნედლეულ საქონელზე ფასების ზრდასთან“ - ამბობს Sandy Core.
გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსმა 2005 წელს ინვესტორები უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელ კრახზე 8 კვირით ადრე გააფრთხილა. 2015 წლის ივლისში მან ბაზრის მოულოდნელი გააქტიურება იწინასწარმეტყველა და დაასახელა კიდეც ზუსტი თარიღი - 18 აგვისტო. მაშინ სულ რაღაც 4 სავაჭრო დღეში Dow Jones ინდექსმა 2,198 პუნქტი დაკარგა (-12.5%).