Home
Category
TV Live Menu

მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა

580f0776338a2
BM.GE
25.10.16 11:17
1331
2016 წლის 24 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები ჩაეშვა. ქართული მარკები 6 თემატიკას მოიცავს.

ახალი მარკები, პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. საფოსტო მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს: „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო"; ეკოლოგია ევროპაში; საქართველოს ფაუნა და „ქართული ზღაპრების პერსონაჟები".

მიმოქცევაში გაშვებულ მარკებს შორის მიმდინარე წლის 9-15 მაისს თბილისში ჩატარებული ევროპული კვირეულისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკაცაა.
ახალი საფოსტო მარკების შეძენა შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებშია შესაძლებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day