მიმწოდებელთან შეუთანხმებლობის გამო, ნიკორას თბილისის ქსელში "პეპსის“ რეალიზება არ ხდება. როგორც ნიკორაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, Pepsi-ს რეალიზება ამ ეტაპზე ნიკორას მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მარკეტებსა და ასევე ქსელ "ლიბრეში" ხდება.
კომპანიის განმარტებითვე, მომწოდებელთან მოლაპარაკება კომერციულ საკითხებზე ვერ მოეხრხდა, ამიტომ თბილისის ქსელებში მხოლოდ სხვა გაზიანი გამაგრილებელი სასმელების რეალიზაცია ხდება, მათ შორის Coca-Cola-სი.
ამ ეტაპზე პეპსის დისტრიბუციას საქართველოში "იბერია რეფრეშმენტი" ახორციელებს.