თბილისის მერი კახა კალაძე თანამშრომლებს მოუწოდებს პარკირების სამსახურეობრივი საშვები არამიზნობრივად არ გამოიყენონ და არ გადასცენ ოჯახის წევრებს.
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით სარგებლობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს საშვები განკუთვნილია მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილებისთვის და იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. მინდა ვთხოვო მოადგილეებს და თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის კუთხით.
ჩვენ არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისგან", - განაცხადა კალაძემ.