მინერალებისა და მეტალების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია Outotec-მა ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც "საქმის კურსს" კომპანიის წარმომადგენელმა კარი ფიურმა განუცხადა, ეს მათთვის პირველი სავაჭრო კონტრაქტია საქართველოში, თუმცა, სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარება იგეგმება.
"ჩვენ ვართ მინერალებისა და მეტალების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ, საქართველოში სამთო მოპოვებითი მიმართულებით სერიოზული პერსპექტივებია. ჩვენ უკვე გავაფორმეთ ჩვენი პირველი სავაჭრო კონტრაქტი ქართულ კომპანაისთან და ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჯერჯერობით აქ წარმომადგენლობა არ გვაქვს, ფინეთში ვმუშაობთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მოპოვებითი მიმართულებით საქართველოში ბიზნესი ვაწარმოოთ.
სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ პარტნიორ კომპანიას, რომელთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება, რადგან კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.