Home
Category
TV Live Menu

მინერალური წყლის "ბორჯომი" ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა

5965ce0700020
BM.GE
12.07.17 11:19
842
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მინერალური წყლის „ბორჯომი“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, „ბორჯომის“ ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლები და სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი „ბორჯომი“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 197 -1 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

Subscribe to our news

Get the main news of the day