Home
Category
TV Live Menu

"მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდა კიდევ უფრო შეზღუდავს პატარა ბანკების საქმიანობას"

58da53dec289a
BM.GE
28.03.17 17:20
1255
"მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდა კიდევ უფრო შეზღუდავს პატარა ბანკების საქმიანობას",-ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა "საქმის კურსში" განაცხადა. კახა კიკნაველიძის შეფასებით, აღნიშნულ ცვლილებას გავლენა უფრო წვრილ ბანკებზე ექნება და შეამცირებს იმ დეპოზიტარების რისკს, რომლებიც დეპოზიტებს აღნიშნულ ბანკებში ათავსებენ.

"მგონი, ამას უფრო წვრილ ბანკებზე ექნება გავლენა. მგონი, დროული გადაწყვეტილებაა. ეს კიდევ უფრო შეზღუდავს პატარა ბანკებს და მათ საქმიანობას. შეამცირებს რისკს იმ დეპოზიტარების, რომლებიც წვრილ ბანკებში ანთავსებენ სახსრებს"-აცხადებს კახა კიკნაველიძე.

ეროვნული ბანკის ინიციატივით, კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 12 მილიონიდან 50 მილიონამდე იზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day