მინიმალური ხელფასის რეფორმა დამატებით 6 ათასამდე მედპერსონალს შეეხება
BM.GE
07.07.23 23:20
• 63
მინიმალური ხელფასები სანიტრებს და ექთნის დამხმარეებსაც დაენიშნებათ - ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილებების ახალი პაკეტი შემუშავდა, რომელიც სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწისა და დამლაგებლის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.