Home
Category
TV Live Menu

მინისტრი: "ავანსის დაბეგვრის გადაწყვეტილების შეცვლა ან მისი უკუქცევა უახლოეს პერიოდში, ალბათ, ვერ მოხერხერხდება"

588a1ae7444ff
BM.GE
26.01.17 19:48
994
"ავანსის დაბეგვრის გადაწყვეტილების შეცვლა ან მისი უკუქცევა უახლოეს პერიოდში, ალბათ, ვერ მოხერხერხდება",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის ერთ ნაწილში ცვლილების მიმართ უარყოფითი განწყობაა, თუმცა, არსებობს გარკვეული სექტორები, რომლებიც პირიქით, ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.

"არის სხვა სექტორები, რომლებიც ამბობენ, რომ პირიქით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაკეთდეს ავანსის დაბეგვრის გაუქმება. სხვადასხვა მიდგომებია, რადგან სხვადასხვა ინტერესი აქვს სხვადასხვა სექტორს. გასაგებია, რომ დეველოპერულ სექტორში არის ამის პრობლემა და ეს განხილვები შეიძლება გაგრძელდეს და რაღაც სპეციფიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა, ავანსის დაბეგვრის გადაწყვეტილების შეცვლა ან მისი უკუქცევა უახლოეს პერიოდში, სამწუხაროდ, ალბათ ვერ მოხერხერხდება",- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მაშინ რა ტიპის ხელშეწყობის იმედი შეიძლება ჰქონდეს სამშენებლო ბიზნესს, გახარია პასუხობს:

"დეველოპმენტი ჩვენთან არის საკმაოდ სწრაფად მზარდი დარგი, შეიძლება მთავრობამ იფიქროს, რომ ხელშეწყობის ნაწილში რაღაც აქტივობები გააკეთს. ხომ გახსოვთ 2008 წლამდე გაჩერებული მშენებლობებისთვის სპეციალური კანონი მივიღეთ და ძალიან ბევრი მშენებლობა გაცოცხლდა",- განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day