Home
Category
TV Live Menu

მინისტრი: ბორჯომში ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარია დამწვარი

599ebbe55a48f
BM.GE
24.08.17 15:33
690
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარია დამწვარი.

მისი თქმით, ზუსტი ფართბის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია და ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ.

"რკალი გვაქვს გაკეთებული ცეცხლის არეალისთვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. 1500-მდე ცოცხალი ძალა გვყავს ჩართული ცეცხლთან ბრძოლაში, ჩვენი ტექნიკა ჯამში 60 ერთეულამდეა, 25 მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან არის. მუშავდება კერები. დაკვამლიანების პრობლემა არ არის. ორი თვეა არ უწვიმია, ნიადაგი დამსკდარია და ტორფი ღვივდება. რამდენიმე კერა გვაქვს კიდევ დარჩენილი, მაგრამ ამას ვერტმფრენები ამუშავებენ. ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული, რასაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ. მოხალისეების ჩართვა არ არის საჭირო, რადგან გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა",- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day