გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გვქონდა შუადღეს და გუშინ ღამე,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავძემ განაცხადა.
"ხვალ დილით მოგახესენებთ, რა მდგომარეობა გვექნება. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ბევრი რაღაც. მოგვცა გამოცდილება, ანუ ლოკაციებამდე ინფრასტრუქტურის კუთხით გაცილებით წინ ვართ. სპეცტექნიკა მთელი ღამე იმუშავებს. ვიცით ლოკაციები, სადაც უნდა მივიდეთ“,- აცხადებს ზურაბ ალავიძე.
დღეისთვის ვერტმფრენებმა ადგილზე მუშაობა შეწყვიტეს და ისინი ხვალ დილით 06:00 საათიდან შეუდგებიან ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას. სამუშაოებში ჩაერთვება 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე დიდი ზომის თურქული სახანძრო ვერტმფრენი. საქართველოს დაეხმარება ბელარუსული ვერტმფრენიც. სომხეთიდან საქართველომ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დახმარება მიიღო.
როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები აცხადებენ, ყველაზე დიდ პრობლემას ბორჯომში ქარი ქმნის, რომელიც ცეცხლს გავრცელების საშუალებას აძლევს.