Home
Category
TV Live Menu

მინისტრი: წვენების რეგლამენტის შესახებ მუშაობა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება

58c8062f3b68b
BM.GE
14.03.17 19:02
1188
კომპანიების ნაწილი წვენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს. მათ შორის კომპანია “კამპაც”. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ "ბიზნესკონტრაქტთან" განაცხადა, რეგულაციის შემოღებით განისაზღვრება როგორც ეტიკეტირების სტანდარტები, ისე ბაზრის მოთამაშეებს შორის დარეგულირდება თამაშის წესები. ალექსანდრე ბუაძის განცხადებით, დღეს ეს სფერო რეგულირებული არ არის, შესაბამისად სარეალიზაციო ქსელი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციისგან.

წვენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების საკითხი, როგორც აღმოჩნდა, არ განიხილება. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სურსათის შესახებ კოდექსი ისედაც არსებობს და ყველა პროდუქტზე სპეციფიური რეგულაციები ვერ იარსებებს.

"ტექნიურ რეგლამენტზე მუშაობა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება, რადგან არსებობს ზოგიერთი მიმართულება, სადაც სხელმწიფო არ მოახდენს დარგის რეგლამენტირებას. ჩვენ გვაქვს სურსათის კოდექსი, რაც განსაზღვრავს მოთხოვნებს. ყველა პროდუქტზე სპეციფიური რეგულაციები ვერ იარსებებს. არსებობს ეტიკეტირების წესები, რომელიც მოითხოვს პროდუქტში შემცველობის განსაღვრას და ამ კუთხით მომხმარებლის უფლებები დაცულია"-განმარტავს ლევან დავითაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day