მომავალ წელს სოფლის მეურნეობაში რამდენიმე ახალი პროექტი დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, იგეგმევა მემწვანილეობის, კენკროვანი კულტურებისა და მესაქონლეობის ხელშეწყობის პროექტები.
მინისტრის მოადგილე დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ მემწვანილეობის ხელშეწყობის მიმართულებით, დასავლეთ საქართველოში იგეგმევა სერიოზული კლასტერული მეურნეობის შექმნა. საუბარია დაახლოებით 100 ჰა ფართობზე, სადაც მოეწყობა სათბურების მეურნეობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ადგილზე მოიყვანენ მაღალი ხარისხის მწვანილს და ევროკავშირის ბაზარზე გაყიდიან.
მისივე ინფორმაციით, მესაქონლეობის განვითარებით საქართველოში ფრანგი ბიზნესმენები არიან დაინტერესებულები. ხანიშვილის თქმით, მათ ამ მიმართულებაში 14 მილიონი ლარის ინვესტირება სურთ.