"ტრანსპორტირების საფასური საქართველოში არის 13,5 ლარი დღგ-ის გარეშე, ეს არის მაგისტრალური მილსადენის მომსახურების ტრანსპორტირების საფასური, რომელიც დადგენილია მარეგულირებლის მიერ. რუსეთი ამაზე მეტს იხდის",- ამის სესახებ "საქმიანი დილის" პირდაპირ ეტერში ენეგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის სტანდარტით სწორედ მარეგულირებლის მიერ დადგენილი თანხა უნდა გადაიხადოს მესამე მხარემ ტრაზიტის საფასურად, თუმცა, ქართულ მხარეს შეეძლო მეტი სარგებლის მიღება მოლაპარაკებებიდან, ამიტომ ევროპული სტანდარტი არ გამოიყენა და ალტერნატიული გზა გამოიყენა.
„2019 წელს მოგვიწევს მარეგულირებელ კომისიაში ამ თემის დაყენება, თუ ჩვენ გვინდა მივყვეთ იმ ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს, რომელიც მართალია, გვიდგენს, რომ სატრანზიტო შეთანხმებები განსხვავებული ფორმატით ვაწარმოოთ. მაგრამ ალტერნატიული ფორმატი თუ უფრო კარგ შედეგს მაძლევს, გვაქვს საშუალება, რომ არ გადავიდეთ ევროპულ სტანდარტზე. თუ ევროპული სტანდარტებით გვექნება უკეთესი შედეგი, ბუნებრივია, გადავლათ ამ სტანდარტზე. ჩვენ ეს ოფციები ჯერჯერობით გვაქვს“,- განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
მისივე თქმით, ხელშეკრულება, რომელიც "გაზპრომთან" გაფორმდა, ქართულ მხარეს უკეთესი შედეგის მიღწევის საშუალებას არ აძლევდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, რუსეთი უბრალოდ მოძებნიდა ალტერნატიულ გზას სომხეთისთვის გაზის მისაწოდებლად და საქართველო სატრანზიტო ქვეყანად აღარ იქნებოდა გამოყენებული, რაც ქვეყანას შემოსავლებს დააკარგვინებდა. მარიამ ვალიშვილის განმარტებით, სწორედ ამის გამო საქართველო ამ ეტაპზე დათახმდა „გაზპრომ ექსპორტის“ შეთავაზებას, რომ 2017 წელს რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებივი გაზის ტრანზიტის საფასურად ქვეყანა ანაზღაურებას კვლავ ნატურით მიიღებს, რაც გატარაებული ტრანზიტის მოცულობის 10%-ს შეადგენს, 2018 წლიდან კი ფულად ანაზღაურებას.