Home
Category
TV Live Menu

მინისტრის მოადგილე: თუ კანონი იქნება მიღებული, თამბაქოს ბიზნესი, რა თქმა უნდა, გაკოტრდება

58dbc546ed5e2
თელარა გელანტია
29.03.17 19:00
964
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიას აზრით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, თამბაქოს ბიზნესი გაკოტრდება.
ამის შესახებ კვარაცხელიამ "საქმის კურსს" პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მას ძალიან გაუხარდება თამბაქოს ბიზნესის დღესვე ან ხვალვე გაკოტრება, რადგან ეს "სიკვდილის ბიზნესია".

"კანონის გარეშე ეს (გაკოტრება) ვერ მოხდება. არა მარტო ბიზნესი, არამედ ყველაფერი კონტროლდება კანონის მიხედვით და თუ კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, გაკოტრდება", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day